loader

სირიელი ლტოლვილი ბავშვები შექსპირის "მეფე ლირს" დგამენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სირიელი ლტოლვილი ბავშვები შექსპირის "მეფე ლირს" დგამენ

იორდანიაში სირიელი ლტოლვილი ბავშვები შექსპირის პიესას დგამენ. იორდანიის უდაბნოში, ზაატარის ლტოლვილთა ბანაკის შუაგულში უზარმაზარი კარავია გაშლილი - ეს ერთგვარი სარეპეტიციო გახლავთ, სადაც სირიელი მსახიობი ნავარ ბულბული, რომელმაც დროებით რეჟისორობაც შეითავსა, ბანაკის ბავშვებთან ერთად უილიამ შექსპირის ერთ-ერთ უდიდეს ტრაგედიას - "მეფე ლირს" დგამს. იორდანიაში ახლა 500 ათასზე მეტი სირიელი ლტოლვილი ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობს, თუმცა, იმ ბავშვებს, ვინც ზაატარის ბანაკში ახლა შექსპირს თამაშობს და მათ მაყურებლებსაც ცოტა ხნით მაინც ავიწყდებათ სასტიკი რეალობ. მერე რა, რომ "მეფე ლირი" ტრაგედიაა - სამაგიეროდ სცენაზე გათამაშებული და არა სინამდვილეში, როგორც ეს მათ სამშობლოში ხდება.