loader

ჩილეში ძლიერ მიწისძვრას 5 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩილეში ძლიერ მიწისძვრას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეს სანაპიროსთან მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. წუხელ ღამით ჩილესა და პერუში ცუნამის საფრთხის გამო სანაპირო რაიონების ევაკუაცია მიმდინარეობდა. 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა წყნარ ოკეანეში ჩილეს საპორტო ქალაქ იკიკედან 86 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. სტიქიის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს.

პირველ ბიძგს 10 წუთის შემდეგ 6,2 მაგნიტუდის მორიგი ბიძგი მოჰყვა. მიწისქვეშა ბიძგები პერუსა და ბოლივიაშიც შეიგრძნობოდა. რისკის ზონაში ასევე აღმოჩნდა კოლუმბია, პანამა და კოსტა-რიკა.

www.dari.ge