loader

დუმის დეპუტატი ყირიმის რუსეთთან შეერთებამ აამღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დუმის დეპუტატი ყირიმის რუსეთთან შეერთებამ აამღერა

ასტრახანის ოლქის დეპუტატი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან, ანდრეი ივანცოვი, რუსეთის ყირიმთან შეერთებამ აამღერა. კლიპში, რომელიც youtube-ზე 31 მარტს განთავსდა, დუმის დეპუტატი მეგობრებთან ერთად მღერის. საკუთარ ოფიციალურ საიტზე ანდრეი ივანცოვმა სიმღერის შექმნის მიზეზებზე ისაუბრა.

"დიდი ისტორიული მოვლენები ხდება. ყირიმი რუსეთს შეუერთდა. როგორ არ ვიმღერო ამაზე? სიმღერა ყირიმსა და ყირიმელ ხალხს ეძღვნება. ჩვენ ყირიმის სახლში, რუსეთში დაბრუნებაზე ვმღერით!" - დაწერა ივანცოვმა.

ანდრეი ივანცოვი 2011 წლის დეკემბრიდან დუმაში ასტრახანის ოლქს წარმოადგენს.