loader

"ტიტანიკზე" დაწერილი წერილი აუქციონზე 100 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტიტანიკზე" დაწერილი წერილი აუქციონზე 100 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდება

ლეგენდარულ გემ "ტიტანიკზე" დაწერილი წერილი აუქციონზე შეიძლება 100 ათას ბრიტანულ ფუნტ სტერლინგად გაიყიდოს. ეს გემზე დაწერილი ერთადერთი წერილია, რომელიც შემორჩა - ის კატასტროფას გადარჩენილმა ესთერ ჰარტმა მისწერა დედამისს ლონდონში, მაგრამ გაგზავნა ვერ მოასწრო. აისბერგთან შეჯახების შემდეგ ესთერი და მისი შვიდი წლის ქალიშვილი ევა გადაარჩინეს, ქმარი - ბენჯამენი კი დაიღუპა. წერილი ესთერმა მეუღლის ცხედრის პოვნის შემდეგ მისი პიჯაკის ჯიბეში აღმოაჩინა. ახლა უკვე ისტორიულ დოკუმენტად ქცეულ წერილს უილტშირში, "ჰენრი ოლრიჯისა და ვაჟიშვილის" სააუქციონო სახლში გასაყიდად გამოიტანენ. ორგანიზატორები მასში 100 ათასი ბრიტანული ფუნტი სტერლინგის მიღებას იმედოვნებენ.