loader

პუტინი, ტიმოშენკო, ობამა და მერკელი "სამეფო კარის თამაშებში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინი, ტიმოშენკო, ობამა და მერკელი "სამეფო კარის თამაშებში"

ინტერნეტში უკრაინა-რუსეთის კონფლიტის მოტივებზე გაკეთებული "სამეფო კარის თამაშის" პაროდიული ვიდეორგოლი გავრცელდა. პოპულარული სერიალის მეოთხე სეზონის თრეილერში "რუსული გაზაფხული" რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინის პრემიერი არსენი იაცენუკი, უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სხვები მონაწილეობენ.

"სამეფო კარის თამაში" ფანტასტიკური ჟანრის ამერიკული ტელესერიალია, რომელიც ჯორჯ მარტინის რომანების სერიის "ყინულისა და ცეცხლის გალობის" მოტივებზეა გადაღებული. სერიალის მეოთხე სეზონის პრემიერა 6 აპრილს ამერიკის საკებელო არხ НВО-ზე შედგა და რეკორდული 8,8 მლნ მაყურებელი მოაგროვა.