loader

შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული სამხედრო ხომალდი შევიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული სამხედრო ხომალდი შევიდა

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით გართულებული ვითარების ფონზე, შავი ზღვის აკვატორიაში კიევსა და ნატოში მოკავშირეების მხარდასაჭერად, ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი "დონალდ კუკი" შევიდა, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით არის აღჭურვილი. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ამერიკული მედია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ ხომალდის შავი ზღვის აკვატორიაში შესვლა ვაშინგტონის ძალისხმევის ნაწილია შეერთებული შტატების აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების მხარდასაჭერად, რომლებიც შეშფოთებულები არიან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების გამო.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ამერიკული ხომალდი მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ წვრთნებში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდებთან ერთად და სხვადასხვა პორტებს მოინახულებს.