loader

ვლადიმერ პუტინი რომ იხრჩობოდეს, გადავარჩენდი - ბარაქ ობამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინი რომ იხრჩობოდეს, გადავარჩენდი - ბარაქ ობამა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რომ იხრჩობოდეს, აუცილებლად გადაარჩენდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეაში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

"რა თქმა უნდა, პუტინი რომ იხრჩობიდეს, გადავარჩენდი. მინდა მჯეროდეს, რომ ვინც არ უნდა იხრჩობოდეს, მის გადარჩენას შევძლებ. მე ცუდად არ ვცურავ, ჰავაიზე გავიზარდე და საკმადი დიდი პრაქტიკა მაქვს", - განაცხადა ობამამ.

რამდენიმე დღის წინ გამართული "პირდაპირი ხაზის" დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6 წლის გოგონასგან შეკითხვა მიიღო: "როგორ ფიქრობთ, წყალში რომ იხრჩობოდეთ, ბარაქ ობამა გადაგარჩენდათ?"

როგორც ვლადიმერ პუტინმა ამასთან დაკავშირებით პასუხად განაცხადა, მას არ აქვს ახლო მეგობრული ურთიერთობები ბარაქ ობამასთან, თუმცა, ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მას გადაარჩენდა.