loader

ძელზე ცეკვის ჩემპიონატი ბრაზილიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძელზე ცეკვის ჩემპიონატი ბრაზილიაში

ძელზე ცეკვის ხელოვნება ორაზროვან დამოკიდებულებას იწვევს. ბევრს მაშინვე სტრიპტიზ-კლუბები ახსენდება, თუმცა ბევრმა არც იცის, რომ ძელზე ცეკვა უკვე ნამდვილი ხელოვნებაა და ამ ცეკვის მსოფლიო ჩემპიონატიც არსებობს, რომელიც ამჟამად ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ტარდება. აქ ძელზე ცეკვა სპორტის სახეობად და გარეგნული ფორმის შენარჩუნების ერთ-ერთ საუკეთესო გზად ითვლება.

წლევანდელ ტურნირში 36 ქვეყნის წარმომადგენელი 150-ზე მეტი მოცეკვავე მონაწილეობს. მსაჯები მათი გამოსვლისას, ძირითადად, ნომრის ტექნიკურ სირთულეს და არტისტულობას აქცევენ ყურადღებას. ჩემპიონატში, რომელიც პირველად 2011 წელს გაიმართა, მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქალებს, ისე კაცებს. წელს გამარჯვებულებისთვის საპრიზო ფონდი 20 ათასი ევროა.