loader

ხანძარმა ოკლაჰომაში 1500 ჰექტარი ტყე და ათეულობით სახლი გაანადგურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარმა ოკლაჰომაში 1500 ჰექტარი ტყე და ათეულობით სახლი გაანადგურა

ამერიკის შტატ ოკლაჰომაში ერთდროულად რამდენიმე ხანძარი მძვინვარებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ათეული სახლია განადგურებული. ამჟამად ცეცხლი 1500 ჰექტარ ტყეს უკიდია.

ყველაზე ძლიერი ხანძარი ქალაქ გატრიში მოხდა. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ტყის ხანძრების გაჩენას ძლიერმა სიცხემ შეუწყო ხელი. ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსზე დაბლა არ ვარდება. ცხელი ამინდი ოკლაჰომაში სულ მცირე, ერთი კვირა გაგრძელდება.