loader

"მაკდონალდსის" სამახსოვრო ნივთების უდიდესი კოლექციის მფლობელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაკდონალდსის" სამახსოვრო ნივთების უდიდესი კოლექციის მფლობელი

გაიცანით მაიკ ფონტეინი - "მაკდონალდსის" სამახსოვრო ნივთების მსოფლიოში უდიდესი კოლექციის პატრონი. 60 წლის ფონტეინმა თითქმის ნახევარი საუკუნე მიუძღვნა "ფასტ ფუდის" ამ უდიდეს კომპანიასთან დაკავშირებული ნივთების შეგროვებას და სამახსოვრო კუთხის მოწყობას.

თუმცა, კუთხე რბილად ნათქვამია იმიტომ, რომ 75 ათასი ეგზემპლარისგან შემდგარ მის კოლექციას კუთხეზე ბევრად მეტი ადგილი უჭირავს - კერძოდ, რვა ოთახი მის სახლში და კედლების გასწვრივ ორი კილომეტრის სიგრძეზე თაროებზეა გამწკრივებული. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ აქ "მაკდონალდსის" გლობალური ქსელის ისტორიაა თავმოყრილი.

1968 წელს, 15 წლის ასაკში ფონტეინმა თავისი კარიერა სწორედ "მაკდონალდსში" დაიწყო და ახლა ქსელის ორი ფილიალის ხელმძღვანელობა აბარია. მაიკი თავისი კოლექციის შეფასებას თავს არიდებს და ამბობს, რომ ის ფასდაუდებელია. ყოველდღე რამდენიმე საათს უთმობს აქაურობის მოწესრიგებას. თავის მეგობარ ქალს, სიუზანს, პირველ პაემანზე მაიკმა პირველ რიგში საკუთარი ცხოვრების ეს მხარე გააცნო. საბედნიეროდ, სიუზანს კოლექციის ეგზემპლარებს შორის ცხოვრების საწინააღმდეგო არაფერი აქვს.