loader

ტოკიოს პაბში მელოტებისთვის ფასდაკლება მოქმედებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტოკიოს პაბში მელოტებისთვის ფასდაკლება მოქმედებს

მელოტი თავი - შესანიშნავია, - თვლიან ტოკიოს ერთ-ერთ პაბში, სადაც თმის არმქონეებს ფასდაკლებებს უკეთებენ და რესტორანში ხელგაშლილი ხვდებიან.

მართალია, გამელოტება იაპონიაში ისეთივე სერიოზულ პრობლემად არ ითვლება, როგორც დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ მაინც ეს მამაკაცების 26%-ს ეხება. სხვა მიზეზებთან ერთად გენეტიკური ფაქტორი სახელდება, ასევე სტრესი - იაპონია ხომ ”ოფისის ჭიების” ქვეყნად ითვლება.

პაბის მეპატრონის მთავარი მიზანი სწორედ სტრესის შემსუბუქებაა. თითოეულ მელოტ სტუმარს 500 იენიანი ფასდაკლება ეხება. ეს დაახლეობით 5 დოლარია. ამასთან ერთ ჯგუფში მელოტების რაოდენობასთან ერთად ფასდაკლება იზრდება. თუ მათი რაოდენობა ხუთს უტოლდება, მაშინ მათ ერთი სასმელი უფასოდ ერგებათ.