loader

იაპონელი იარაღს პრინტერზე ბეჭდავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონელი იარაღს პრინტერზე ბეჭდავდა

იოსიმოტო იმურა იაპონიაში პირველი ადამიანია, რომელიც მის მიერ პრინტერით დამზადებული იარაღის უკანონო ტარებისთვის დააპატიმრეს. როგორც დაკავებულმა განაცხადა, მან სამგანზომილებიან მოწყობილობაში იარაღის შექმნის საკუთარი ტექნოლოგია შეიმუშავა.

27 წლის მამაკაცი ქალაქ კავასაკის ერთ-ერთ კოლეჯში მუშაობს. იგი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც პოლიციამ მისი სოციალური ქსელის გვერდზე აღმოაჩინა ვიდეო, რომელშიც იგი აცხადებდა, რომ იარაღი დამოუკიდებლად გააკეთა.

პოლიციამ იმურის სახლი გაჩხრიკა და ხუთი იარაღი აღმოაჩინა, რომელთაგან ორს ნამდვილი ტყვიებით სროლა შეეძლო. სამართალდამცავების თქმით, დაკავებულმა განაცხადა, რომ სახლის პირობებში იარაღის დამზადების ამკრძალავი კანონის შესახებ არაფერი იცოდა. მამაკაცმა 3D-პრინტერი ინტერნეტ-მაღაზიაში 600 დოლარად იყიდა. იარაღისთვის ნახაზები ასევე ინტერნეტში იპოვა.