loader

გლოვა თურქეთში: მაღაროში დაღუპულთა რიცხვი 245-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლოვა თურქეთში: მაღაროში დაღუპულთა რიცხვი 245-მდე გაიზარდა

თურქულ პროვინცია სამინაში, სომნას მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო იზრდება და ბოლო მონაცემებით, 245 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ იილდიზმა განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება, მაგრამ ნაკლებია იმის ალბათობა, რომ იქ ვინმე ცოცხალი იყოს გადარჩენილი. ადგილზე ამ დროისთვის 500-მდე მაშველი მუშაობს.

აფეთქების დროს, რომელიც 13 მაისს მოხდა, მიწისქვეშ 787 ადამიანი იმყოფებოდა. თურქეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.