loader

გოგონა, რომელმაც 13 ათასი წლის წინ თავი მოიკლა, მეცნიერებმა ჩონჩხით ამოიცნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგონა, რომელმაც 13 ათასი წლის წინ თავი მოიკლა, მეცნიერებმა ჩონჩხით ამოიცნეს

ქვეყანაში, რომელსაც ახლა მექსიკას ვუწოდებთ, მეცნიერების დასკვნით, 13 ათასი წლის წინ ერთმა მოზარდმა გოგონამ იუკატანის ნახევარკუნძულის გამოქვაბულში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 13 ათასი წლის შემდეგ კი მეცნიერებმა მისი ჩონჩხი იპოვეს და იმ მოულოდნელ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს გოგონა ერთ-ერთი პირველი იყო აზიიდან ამერიკაში ბერინგის სრუტის გავლით მიგრირებულ ადამიანთაგან. დიახ, ერთ-ერთი პირველი ადამიანი ახალ სამყაროში. ნაიას ჩონჩხი, ასე მონათლეს მეცნიერებმა ნამარხი, იუკატანზე, ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში იპოვეს, დატბორილ გამოქვაბულში, რომელსაც ადგილობრივები შავ ხვრელს ეძახიან.