loader

შვეიცარიელებმა ყველაზე მაღალ მინიმალურ ხელფასზე უარი თქვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შვეიცარიელებმა ყველაზე მაღალ მინიმალურ ხელფასზე უარი თქვეს

შვეიცარიელმა ამომრჩეველმა უარი თქვა ინიციატივაზე, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასის - საათში 25 დოლარის, ანუ თვეში დაახლოებით 3000 ევროს შემოღების თაობაზე.

ამ წინადადებას მემარცხენე პარტიები და პროფკავშირები უჭერდნენ მხარს, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალებას. მათი აზრით, ასეთი ღონისძიება ღარიბ შვეიცარიელებს სახელმწიფოში, სადაც ძვირად ღირებულ საცხოვრებელი, სამედიცინო დაზღვევა და საკვები პროდუქტებია, ცხოვრებაში დაეხმარებოდა.

მაგრამ მთავრობამ და ბიზნესსაზოგადოებამ განაცხადა, რომ ამას საპირისპირო ეფექტი მოჰყვება - კომპანიების კონკურენტუნარიანობას შეამცირებს და ბევრი მოქალაქე სამუშაო ადგილს დაკარგავს. ეს აზრი გაიზიარეს უბრალო მოქალაქეებმაც. ინიციატივის წინააღმდეგ რეფერენდუმზე ხმა ამომრჩევლების 76%-მა მისცა.