loader

ოლიგარქი პეტრო პოროშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 53,86%-ით ლიდერობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოლიგარქი პეტრო პოროშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 53,86%-ით ლიდერობს

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ეგზიტპოლების თანახმად გამარჯვებულმა კანდიდატმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან თავის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები დასრულებულია და მეორე ტური აღარ გაიმართება. ეს განცხადება მან ეგზიტპოლებზე დაყრდნობით გააკეთა.

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის ბიულეტენების ნახევარზე მეტი, 50,26% დაითვალა. წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში რადას დეპუტატი, ოლიგარქი პეტრო პოროშენკო 53,86%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე იულია ტიმოშენკოა, რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა 13,10%-მა დაუჭირა მხარი.