loader

როგორ ებრძვიან იაპონიაში ალკოჰოლიზმს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ებრძვიან იაპონიაში ალკოჰოლიზმს

"ცოცხალი პოსტერები" იაპონიაში - სიურეალისტური გაფრთხილება ალკოჰოლის მომხმარებლებისთვის. იაპონია ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც ადამიანები ყველაზე მეტს მუშაობენ. ამიტომ პარასკევ საღამოს ნამდვილ ვაკხანალიებს აწყობენ, რაც ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ ბარებში უგონოდ თვრებიან, ამიტომ შეიძლება ქუჩაში ჩაეძინოთ.

ერთმა იაპონურმა ბარმა გადაწყვიტა პარასკევის ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში თავისი წვლილი შეეტანა და ქუჩებში "ცოცხალი პოსტერების" კეთება დაიწყო. "პოსტერებზე", რომლებიც შეიძლება ტროტუარზე, კედელზე ან სულაც კიბეზე შეგხვდეთ, ნახატის ნაცვლად, მთვრალის პოზებში ნამდვილი ადამიანები სხედან ან წვანან. ალკოჰოლიზმთან ბრძოლის ამ სიურეალისტურმა მეთოდმა ცხადია უამრავი ტოკიოელის ყურადღება მიიპყრო და პოსტერებს გამუდმებით ურებენ ფოტოებს, თუმცა გამოიღო თუ არა კამპანიამ შედეგი, ჯერჯერობით უცნობია.