loader

პეტრო პოროშენკომ და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პეტრო პოროშენკომ და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.

ამასთან, დიმიტრი პესკოვის თქმით, სატელეფონო საუბრისას პეტრო პოროშენკო რუსეთის პრეზიდენტს რუსი ჟურნალისტების დაღუპვის გამოძიებასა და მომავალში მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოების დაცვას დაჰპირდა.

უკრაინული მედიის ცნობით, უცნობია, ვისი ინიციატივით გაიმართა პოროშენკო-პუტინის სატელეფონო საუბარი.