loader

მარინა პოროშენკო - უკრაინის რიგით მეხუთე პირველი ლედი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარინა პოროშენკო - უკრაინის რიგით მეხუთე პირველი ლედი

მარინა პოროშენკო უკრაინის რიგით მეხუთე პირველი ლედია. უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მეუღლის შესახებ აქამდე მედიისთვის არაფერი იყო ცნობილი. იგი არ დადის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, იშვიათად ჩნდება ბომონდურ წვეულებებზე, 49 წლის მილიარდერ მეუღლეს ოთხ შვილს უზრდის და უზარმაზარ სასახლეს უვლის.

მეუღლეზე 4 წლით უფროსი მარინა პოროშენკო პროფესიით კარდიოლოგია, თუმცა ექიმის კარიერას მრავალშვილიან ოჯახზე ზრუნვა ამჯობინა. წყვილმა 30 წლის წინ, სტუდენტობის დროს გაიცნო ერთმანეთი და ერთ წელიწადში იქორწინა. პოროშენკოების უფროსი ვაჟი 30 წლისაა. წყვილს ტყუპი ქალიშვილი და 12 წლის ბიჭუნა ჰყავს. უკრაინის პირველმა ლედიმ უკრაინული "მეხუთე არხის" ჟურნალისტებს პოროშენკოების კიევთან ახლოს მდებარე სასახლეში უმასპინძლა.