loader

კორუფციაში ბრალდებული პოლიტიკოსი პრესკონფერენციაზე "ტირილით გასკდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორუფციაში ბრალდებული პოლიტიკოსი პრესკონფერენციაზე "ტირილით გასკდა"

სახელმწიფო ხაზინიდან პირადი საჭიროებისთვის გაფლანგული ფული და ბრალდებები მაღალჩინოსნებს - ბოლო დროს ეს სიტუაცია საქართველოსთვის საკმაოდ ნაცნობია, თუმცა ბრალდებული პოლიტიკოსების ქვითინის მოწმეები ჯერ არ გავმხდარვართ. ამაში იაპონიამ "გვაჯობა".

47 წლის იაპონელ პოლიტიკოსს, სახელად რიუტარო ნონომურას, 30 ათასი დოლარის გაფლანგვაში დასდეს ბრალი. პრესკონფერენციაზე, თავს რომ იმართლებდა, ნონომურამ ყველასთვის მოულოდნელად ჯერ ყვირილი და მაგიდაზე მუშტების რტყმა დაიწყო, მერე კი აქვითინდა, თან იმეორებდა: "როგორც იქნა, საბჭოს წევრი გავხდი... ერთადერთი მიზნით - მინდოდა საზოგადოება შემეცვალა... ამ საზოგადოების შეცვლა მინდა... ჩემი სიცოცხლე დავდე სასწორზე... ნუთუ არ გესმით?!"

ნონომურას, რომელიც იაპონიის დასავლეთში, პრეფექტურის საბჭოში 2011 წელს აირჩიეს, სახელმწიფოს ხაზინიდან 3 მილიონი იენის, ანუ 30 ათასი დოლარის პირადი საჭიროებისთვის გაფლანგვაში ადანაშაულებენ. პრესკონფერენციის ეს ვიდეო youtube-ზე პირველ ივლისს განთავსდა და ორი დღის განმავლობაში სამ მილიონამდე ადამიანმა ნახა.