loader

სიამის ტყუპს ერთი მამაკაცი შეუყვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიამის ტყუპს ერთი მამაკაცი შეუყვარდა

ინდოელ სიამის ტყუპ გოგონებს, განგი და იამუნი მონდალებს, რომლებიც მუცლით შეერთებულნი დაიბადნენ, ერთი მამაკაცი შეუყვარდათ. სკოლის მასწავლებელმა, 36 წლის ჯასიმუდინ აჰმადმა 45 წლის დებს გრძნობაზე უპასუხა. უკვე შვიდი თვეა, სამეული ქალაქ კოლკატასთან ახლოს სოფელში ცხოვრობს.

სიამის ტყუპი გოგონები, რომელთაგან თითოეულს საკუთარი გული, ორი ხელი და საერთო სამი ფეხი აქვთ, დასავლეთ ბენგალში დაიბადნენ. როდესაც წამოიზარდნენ, ისინი მშობლებმა მიატოვეს. ტყუპმა განათლების მიღება ვერ შეძლო და მომთაბარე ცირკში მუშაობდა, რომელიც მთელ ინდოეთში მოგზაურობდა. სწორედ ცირკში შეხვდნენ დები ჯასიმუდინს, რომელიც იქ დროებით ხმის ოპერატორად მოეწყო.