loader

სკანდალი დიდ ბრიტანეთში: პედოფილები პოლიტიკოსებს შორის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი დიდ ბრიტანეთში: პედოფილები პოლიტიკოსებს შორის?

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ საფუძვლიან გამოძიებას ჩაატარებს ბრალდებებზე, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, რიგ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს 1980-იან წლებში ბავშვებთან მიმართებაში გარყვნილი ქმედებები ჩაედინათ, ხოლო მაშინდელი ხელისუფლების წევრებს ეს დანაშაულებები დაეფარათ.

ამასთან, ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანი, საბავშვო გადაცემის ავტორი, 84 წლის როლფ ჰარისი პედოფილიაში დამნაშავედ სცნეს. ბრიტანელი, ირლანდიელი და ავსტრალიელი გოგონებისა და ბიჭუნების რამდენიმე თაობის კუმირის ბრალეულობა 1968 წლიდან დაწყებული, 20 წლის მანძილზე არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის 12 ეპიზოდში დადასტურდა.

იხილეთ:

როგორ იტაცებენ პედოფილები ბავშვებს: ექსპერიმენტი, რომელიც მშობლებს თავზარს დასცემს