loader

რატომ უკიდებენ ავადმყოფებს ცეცხლს ჩინეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ უკიდებენ ავადმყოფებს ცეცხლს ჩინეთში

თურმე ადამიანისთვის ცეცხლის მოკიდება ჯანმრთელობისთვის ყოველთვის სახიფათო არ ყოფილა. მაგალითად, ჩინეთში ცეცხლით მკურნალობის სამედიცინო პრაქტიკა უკვე საუკუნეებია არსებობს. ცეცხლით მკურნალობის სფეროში დახელოვნებული თერაპევტები ამბობენ, რომ სრულიად უსაფრთხო და გამოცდილი მეთოდია, რომელიც მრავალ დაავადებას კურნავს.

ცეცხლის თერაპიის საიდუმლო კი სამკურნალო ბალახების ნაზავშია, რომელსაც ავადმყოფს პრობლემურ ადგილზე უსვამენ, მერე პირსახოცებს აფენენ. ამ პირსახოცებს სპირტით ასველებენ და ცეცხლს უკიდებენ. პაციენტები, რომლებმაც მკურნალობის ეს მეთოდი საკუთარ თავზე გამოსცადეს, ამბობენ, რომ ეს მტკივნეული სულაც არ არის - იმ ადგილას, რომელსაც ცეცხლი უკიდია, უბრალოდ, სითბოს გრძნობენ.