loader

როგორ იზეიმა ბერლინმა გერმანიის ნაკრების ჩემპიონობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ იზეიმა ბერლინმა გერმანიის ნაკრების ჩემპიონობა

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს მე-20 ჩემპიონატის გამარჯვებულია. იოახიმ ლიოვის გუნდმა ფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც რიოში, "მარაკანაზე" გაიმართა, დამატებით დროში არგენტინა ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში 113-ე წუთზე მარიო გიოტცეს გოლით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ გერმანია პირველი გუნდია, რომელმაც ამერიკის კონტინენტზე მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა. ნახევარფინალში მათ ბრაზილია სარეკორდო ანგარიშით - 7:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში საფრანგეთს სძლიეს - 1:0, მერვედფინალში კი ალჟირს - 2:1. ჯგუფურ ეტაპზე გერმანიამ პორტუგალიის, აშშ-ისა და განას წინააღმდეგობა დაძლია. მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაში ჩატარდა, მატჩებს ამ ქვეყნის 12-მა ქალაქმა უმასპინძლა.

ასევე იხილეთ:

გერმანია ჩემპიონია! - პენალტებით დამარცხებული არგენტინა და მატჩის გმირი გიოტცე

შეტაკებები არგენტინაში: წაგებით განრისხებულმა ფანებმა ბუენოს-აირესი ააწიოკეს