loader

გლოვა კიევში: ჰოლანდიის საელჩოსთან ასობით უკრაინელი შეიკრიბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლოვა კიევში: ჰოლანდიის საელჩოსთან ასობით უკრაინელი შეიკრიბა

კიევში, ჰოლანდიის საელჩოსთან ასობით ადამიანმა მოიყარა თავი. მათ საელჩოსთან მალაიზიური ლაინერის კატასტროფის გამო მწუხარებისა და თანაგრძნობის ნიშნად ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი "ბოინგ 777", რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს, უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. მგზავრების ნახევარზე მეტი, 154 მათგანი, ჰოლანდიელი იყო. ბორტზე კიდევ რვა ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ასევე იხილეთ:

შემზარავი კადრები: დამსხვრეული მალაიზიური "ბოინგი" და დაღუპული მგზავრები (+18)

გავრცელდა "ბოევიკების" აუდიოჩანაწერი, სადაც ისინი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საუბრობენ