loader

"რა ლამაზად ჩამოაგდეს, არა?" - პრორუსი დონეცკელების შოკისმომგვრელი რეაქციები ავიაკატასტროფაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა ლამაზად ჩამოაგდეს, არა?" - პრორუსი დონეცკელების შოკისმომგვრელი რეაქციები ავიაკატასტროფაზე

"ლამაზად ჩამოაგდეს, არა?" "ოჰ, რა სილამაზეა. ხალხი რა გახარებულია, ხედავთ?" - ეს შოკისმომგვრელი კომენტარები მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფის თვითმხილველ უკრაინელებს ეკუთვნით, რომლებიც დონეცკის ოლქში, სხვადასხვა ადგილიდან შეესწრნენ ტრაგედიას.

ვიდეოში რამდენიმე თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო და შესაბამისად, მათი კომენტარებია გაერთიანებული. ყველაზე სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი მათგანი, თუ მისი ხმით ვიმსჯელებთ, 12-13 წლის ბიჭუნაა.

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "Boeing 777" რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა და უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა.

შემთხვევის შედეგად, ბორტზე მყოფი 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა.

ასევე იხილეთ:

გლოვა კიევში: ჰოლანდიის საელჩოსთან ასობით უკრაინელი შეიკრიბა

შემზარავი კადრები: დამსხვრეული მალაიზიური "ბოინგი" და დაღუპული მგზავრები (+18)

"ბოევიკების" აუდიოჩანაწერი, სადაც ისინი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საუბრობენ