loader

ეს იყო მიზანმიმართული ქმედება თუ შემთხვევითობა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია - ბარაქ ობამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს იყო მიზანმიმართული ქმედება თუ შემთხვევითობა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია - ბარაქ ობამა

ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, მალაიზიური "ბოინგი" იმ ტერიტორიიდან ჩამოაგდეს, რომელსაც უკრაინელი ამბოხებულები აკონტროლებენ. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან განიხილა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება თუ შემთხვევითობა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. "ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა", - აღნიშნა ობამამ.

ამერიკის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ავიალაინერის ჩამოვარდნის დეტალების გამოსაძიებლად აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებით გამოვიდა. დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.