loader

"მთელი გულით გთხოვთ, შეწყვიტოთ ომი" - რომის პაპის მიმართვა უკრაინას, ახლო აღმოსავლეთსა და ერაყს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელი გულით გთხოვთ, შეწყვიტოთ ომი" - რომის პაპის მიმართვა უკრაინას, ახლო აღმოსავლეთსა და ერაყს

რომის პაპმა ფრანცისკმა კვირას, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების წინაშე მეტად ემოციური მიმართვა გააკეთა. საკუთარ გამოსვლაში პაპი ომის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ მისი ფიქრები ამჟამად ახლო აღმოსავლეთისკენ, ერაყისადა უკრაინისკენ არის მიმართული.

"მკვდარი ბავშვები, დაჭრილი ბავშვები, ნაწამები ბავშვები, ობოლი ბავშვები ... ბავშვები, რომელთაც გაღიმება აღარ ძალუძთ... გთხოვთ შეწყვიტოთ, მთელი გულით გთხოვთ, უკვე დროა, რომ შეწყვიტოთ. შეჩერდით, გთხოვთ", - განაცხადა პაპმა.