loader

უკრაინელ მომღერალ ანი ლორაკს ევრომაიდნის აქტივისტებმა ოდესაში კონცერტი ჩაუშალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელ მომღერალ ანი ლორაკს ევრომაიდნის აქტივისტებმა ოდესაში კონცერტი ჩაუშალეს

ოდესაში "მარჯვენა სექტორის" და პარტია "თავისუფლების" აქტივისტებმა 4 აგვისტოს, უკრაინელი მომღერლის ანი ლორაკის კონცერტი ჩაშალეს, რომელიც კლუბ "იბიცაში" უნდა გამართულიყო.

კლუბში დაახლოებით 200 ნიღბიანი ცდილობდა შეჭრას, რომლებიც ხელკეტებით და კასტეტებით იყვნენ შეიარაღებული. ისინი შეურაცხმყოფელ შეძახილებს ისროდნენ მომღერლის მისამართით. გზა მათ მილიციამ გადაუკეტა. დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. შეტაკების შედეგად ერთი პოლიციელი და ერთი აქტივისტი დაიჭრა.

უკრაინაში სოციალური ქსელების მომხმარებლები ხალხს მოუწოდებენ ანი ლორაკის კონცერტებს ბოიკოტი გამოუცხადონ. მომღერალს რუსულ მუსიკალურ კონკურს "ოქროს გრამაფონში" მონაწილეობა შეახსენეს, როდესაც მან ჯილდო მაშინ მიიღო, როცა მაიდანზე გაცხარებული ბრძოლა მიმდინარეობდა.