loader

ებოლას მომაკვდინებელი ვირუსით დაავადებული ესპანელი მოძღვარი აფრიკიდან მადრიდში ჩაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ებოლას მომაკვდინებელი ვირუსით დაავადებული ესპანელი მოძღვარი აფრიკიდან მადრიდში ჩაიყვანეს

მადრიდში ებოლას ვირუსით დაავადებული მოძღვარი მიგელ პახარესი ჩაიყვანეს. პახარესი ებოლათი დასნეულებული პირველი ადამიანია, რომელიც აფრიკიდან ევროპის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ლიბერიაში, ებოლას ციებ-ცხელების ეპიდემია რამდენიმე კვირაა მძვინვარებს. ქვეყნის პრეზიდენტმა ელენ ჯონსონ-სერლიფმა ეპიდემია ეროვნულ უბედურებად გამოაცხადა.

პირველად ებოლათი დაავადების ფაქტი წლის დასაწყისში გამოვლინდა. დღეის მონაცემებით ვირუსით 1100 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 660 გარდაიცვალა.