loader

სენატორმა მაკკეინმა "რობოტის ცეკვა" შეასრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სენატორმა მაკკეინმა "რობოტის ცეკვა" შეასრულა

ამერიკელი სენატორი, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი რეპ-კომპოზიციაზე უჩვეულო სტილით ცეკვავს. ღონისძიება, რომელზეც ამერიკელმა პოლიტიკოსმა რობოტი განასახიერა, ჰარლემში, თეატრ "აპოლოსთვის" შემოწირულობის შეგროვებას მიეძღვნა. სენატორი ცეკვაზე ღონისძიების წამყვანმა, მსახიობმა ჯეიმი ფოქსმა დაითანხმა.

მაკკეინს სცენაზე მხარი ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორმა კრის კრისტიმაც აუბა. ღონისძიებას სხვა ცნობილი ადამიანებიც ესწრებოდნენ - მუსიკოსები: ჯონ ბონ ჯოვი, ფარელ უილიამსი და სტინგი; მსახიობები: რობერტ დე ნირო, ჯეკ ნიკოლსონი და სხვები.