loader

რეიგანის სახალისო ანეკდოტი საბჭოთა კავშირზე, რომელიც გორბაჩოვს არ მოუყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეიგანის სახალისო ანეკდოტი საბჭოთა კავშირზე, რომელიც გორბაჩოვს არ მოუყვა

რონალდ რეიგანი აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი და კალიფორნიის გუბერნატორი იყო. ის ყოველთვის გამოირჩეოდა იუმორის გრძნობით. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მან ანეკდოტი მოჰყვა, რამაც დამსწრე საზოგადოება ძალიან გაახალისა:

"აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირში მყოფ ადამიანებს იუმორის კარგი გრძნობა აქვთ. ეს ანეკდოტი მე გორბაჩოვისთვის არ მომიყოლია... ალბათ იცით, რომ საბჭოთა კავშირში ავტომობილის მიღებას 10 წელი უნდა ელოდო და მხოლოდ ყოველ მეშვიდე ოჯახს ჰყავს მანქანა. ანუ 10 წელი უნდა ელოდო და ეს ყველაფერი მთელ პროცედურებს მოიცავს: ემზადები საყიდლად და ასევე, ავანსად უნდა შეიტანო ფული. ჰოდა, მოკლედ, ორი მეგობარი ერთმანეთს ხვდება. ერთ-ერთმა მანქანის საყიდლად ფული მიუტანა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმით არის დაკავებული. "კარგი, მოაკითხე მანქანას 10 წლის შემდეგ", - უპასუხა მან. კლიენტმა იკითხა: დილით თუ საღამოსო? მამაკაცს გაუკვირდა: რა მნიშვნელობა აქვს, მაინც 10 წლის მერე უნდა მოხვიდეო. ხოლო კლიენტმა უთხრა: უბრალოდ, დილით წყლის გაყვანილობის შესაკეთებლად უნდა მოვიდნენო".