loader

პეტრო პოროშენკომ დონეცკში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში ვიზიტი გადადო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პეტრო პოროშენკომ დონეცკში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში ვიზიტი გადადო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დონეცკის ოლქში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში ვიზიტი გადადო და ქვეყნის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. გარდა ამისა, პოროშენკო გამოვიდა ინიციატივით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართოს.

"მივიღე გადაწყვეტილება, დონეცკის ოლქში სიტუაციის მკვეთრად გამწვავების გამო გადავდო სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რამდენადაც მოხდა რუსეთის ჯარის შემოჭრა უკრაინაში. მსოფლიომ რეაგირება უნდა მოახდინოს უკრაინაში ვითარების გამწვავებაზე", - განაცხადა პოროშენკომ.
დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი და ქალაქში მდებარე დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა დღეს დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ავრცელებს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს რუსეთის ტერიტორიიდან "გრადიდან" გაუხსნეს ცეცხლი.