loader

ერდოღანის ინაუგურაციაზე პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა კონსტიტუცია ესროლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერდოღანის ინაუგურაციაზე პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა კონსტიტუცია ესროლა

თურქეთის პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა პარლამენტში რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაცია გააპროტესტეს: ოპოზიციონერი დეპუტატები პროტესტის ნიშნად პარლამენტში მაგიდაზე მუშტებს აბრახუნებდნენ.

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ჯემილ ჩიჩეკმა ოპოზიციას სახელმწიფოსა და პარლამენტის ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდა. "ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს ყოველი შესაძლებლობის დროს, მაგრამ დღეს სხვა შემთხვევაა. თქვენ შეგიძლიათ ან მიიღოთ მონაწილეობა ან არა, მაგრამ მე გავაგრძელებ ინაუგურაციის ცერემონიას", - განაცხადა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენელმა ენგინ ალტაიმ პარლამენტის თავმჯდომარეს თურქეთის კონსტიტუციის ტექსტი ესროლა და ამის შემდეგ დარბაზი დატოვა.