loader

უკრაინა: სეპარატისტებმა ლუგანსკის აეროპორტი აიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინა: სეპარატისტებმა ლუგანსკის აეროპორტი აიღეს

უკრაინულმა არმიამ ლუგანსკის საერთაშორისო აეროპორტზე კონტროლი დაკარგა მას შემდეგ, რაც 1-ლი სექტემბრის ღამეს სეპარატისტებთან იქ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა.

Интерфакс-Украина-ს ინფორმაციით, უკრაინელი მედესანტეები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაძლიერებულ სატანკო ბატალიონს უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავე დროს უკრაინელი სამხედროები მარიუპოლის დაცვას უზრუნველყოფენ.

ლუგანსკის აეროპორტის ტერიტორიიდან უკან დახევის ბრძანება მოწინააღმდეგის ძალების უპირატესობის გამო გაიცა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.