loader

ბაროზუსთან საუბარში პუტინი დაიმუქრა, რომ კიევის 2 კვირაში აღება შეუძლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაროზუსთან საუბარში პუტინი დაიმუქრა, რომ კიევის 2 კვირაში აღება შეუძლია

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მასთან საუბრისას დაიმუქრა, რომ თუ მოინდომებს, კიევს ორ კვირაში აიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიურ გაზეთ La Repubblica-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

იტალიური გაზეთის ცნობით, ევროკავშირის სამიტზე გამოსვლისას ჟოზე მანუელ ბაროზუმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც სატელეფონო საუბრისას პუტინს რუს სამხედროებზე ჰკითხა, რომლებმაც უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს, რუსეთის პრეზიდენტი მუქარებზე გადავიდა და განაცხადა, რომ თუ მოინდომებს, კიევს ორ კვირაში აიღებს", - წერს იტალიური გამოცემა.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისიისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 29 აგვისტოს შედგა. როგორც კრემლის საიტზეა აღნიშნული, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა მინსკის სამმხრივი ფორმატის შეხვედრის შემდგომი მომდევნო ერთობლივი ქმედებები განიხილეს.