loader

მამაკაცმა 27 კათხით ხელში 40 მეტრი გაირბინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა 27 კათხით ხელში 40 მეტრი გაირბინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ზოგისთვის ლუდის ორი კათხით ხელში ერთდროულად სიარული დაუძლეველი ამოცანაა, მაგრამ არა გერმანელი ოლივერ შტრუმპფელისთვის, რომელმაც ლუდის კათხების ტარებაში ახლახანს მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 27 კათხით ხელში მან 40 მეტრი გაირბინა და არც ერთი არ გადაყირავებია. თუმცა, სხვა კონკურსანტებისგან განსხვავებით შტრუპფელს დიდი გამოცდილებაც ჰქონდა - მან 17 წელი იმუშავა გერმანული ლუდის ტრადიციულ ფესტივალებზე. მიუხედავად ამისა, დამატებით სავარჯიშო დარბაზში სიარული დასჭირდა, განსაკუთრებით ერთი უიღბლო შემთხვევის შემდეგ, როცა მთელი 23 კათხა გაუვარდა ხელიდან და დაემსხვრა.