loader

ამერიკელი წყვილი სამასზე მეტ თოჯინასთან ერთად ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელი წყვილი სამასზე მეტ თოჯინასთან ერთად ცხოვრობს

მერილინ მენსფილდის და ზოს ომოგის ოჯახური ცხოვრება ერთი კარგი ნუარის ჟანრის სერიალის სიუჟეტად გამოდგებოდა, სერიალ ადამსების ოჯახის ან მანსტრების სტილში. მერილინს და ზოსს ორი შვილის გარდა, ზუსტად ჩვილის მსგავსი სამასი თოჯინა ჰყავთ სახლში, რომლებსაც მზრუნველი დედიკო მერილინი თავს ევლება. თოჯინებს თავიანთი საბავშვო ავეჯი აქვთ - მერილინი მათ უცვლის, აჭმევს, ასმევს, აძინებს.

ქალი ჰყვება, რომ ეს გატაცება ბავშვობიდან გამოჰყვა - მაშინ ერთი ზუსტად ბავშვის მსგავსი თოჯინა ჰყავდა, რომელსაც აღმერთებდა: "ყოველ შემთხვევაში, მაშინ მეჩვენებოდა, რომ ნამდვილად ჰგავდა ბავშვსო", - დასძენს მერილინი. ასეა თუ ისე, მენსფილდ-ომოგის ოჯახში ამ ცოტათი შემაძრწუნებელი თოჯინების საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს. თავიანთ სახლს მათ "თოჯინების სახლი" დაარქვეს და იქ სხევბთან ერთად მოზრდილი სექს თოჯინა, სახელად ელი ცხოვრობს, მერილინმა ცოტა ხნის წინ რომ "გადაარჩინა".