loader

11 სექტემბრის ტერაქტიდან 13 წელი გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 13 წელი გავიდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 13 წელი გავიდა. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აშშ-ში ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დროშები დაეშვება. ნიუ-იორკში, "გრაუნდ ზეროზე" 2001 წლის ტერაქტის დროს დაღუპულთა მემორიალთან მათი ოჯახის წევრები დაღუპულთა სახელებსა და გვარებს წაიკითხავენ. საღამოს კი ქალაქის თავზე ორ გიგანტურ სინათლის სხივს გაუშვებენ, რომლითაც ტყუპი ცათამბჯენების ერთგვარ სიმბოლოს გამოსახავენ.

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი - "ბოინგ 767" ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს, 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის მაღაროდან გამოსული სიცხით კი ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით 09:03 საათზე, "ტყუპის" სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა. მესამე გატაცებული თვითმფრინავი - "ბოინგ 757" პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით 09:45 საათზე ჩამოვარდა, მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს სულ 2 996 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 19 გამტაცებელი.