loader

უკრაინელი დეპუტატი ნაგვის ყუთში ჩააგდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელი დეპუტატი ნაგვის ყუთში ჩააგდეს

კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან, უკრაინელი დეპუტატი ვიტალი ჟურავსკი მოქალაქეებმა სანაგვე ყუთში ჩააგდეს. განრისხებული ხალხი მას ყუთიდან ამოსვლის საშუალებას არ აძლევდა და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მისნაირების გამო მათი ძმები და მეგობრები იღუპებიან.

ჟურავსკი ავტორია კანონპროექტისა "ცილისწამების და შეურაცხყოფისთვის პასუხისგებაში მიცემის შესახებ", რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მედიაში. კანონპროექტის თანახმად, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ პირები, რომლებიც მასმედიის საშუალებით გაავრცელებენ ცილისმწამებლურ ინფორმაციას. ჟურნალისტებისა და საზოგადოების ნაწილის მწვავე პროტესტის შემდეგ ჟურავსკიმ კანონპროექტი გამოიწვია.