loader

პრეზიდენტის მრჩეველს პრესკონფერენციაზე ტორტი ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის მრჩეველს პრესკონფერენციაზე ტორტი ესროლეს

კიევში, პრესკონფერენციის დროს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველს ტორტები ესროლეს. ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოლეგ მახნიცკიმ "ტკბილი ჭურვები" აიცილა და მაგიდის ქვეშ დაიმალა. ტორტმა იატაკი, მაგიდა და პრეზიდენტის მრჩევლის ტანსაცმელიც დასვარა, თუმცა მახნიცკი არ დაიბნა, მოთხვრილი პიჯაკი გაიხადა და პრესკონფერენცია გააგრძელა. ფაქტის შემსწრე ჟურნალისტების თქმით, მახნიცკის ფაბრიკა "როშენის" მიერ წარმოებული ტორტები ესროლეს, რომელიც პრეზიდენტ პოროშენკოს კუთვნილებაა.