loader

პუტინი, როგორც ჰერაკლე - პრეზიდენტის "12 გმირობა" უჩვეულო გამოფენაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინი, როგორც ჰერაკლე - პრეზიდენტის "12 გმირობა" უჩვეულო გამოფენაზე

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 7 ოქტომბერს 62 წელი შეუსრულდა. უკანასკნელ წლებში, პრეზიდენტის დაბადების დღეს სხვადასხვა უცნაური ღონისძიებით აღნიშნავენ და იუბილარს უჩვეულო საჩუქრებს უძღვნიან. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია სამეფო გვირგვინის ასლი, პატარა ვეფხვი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონების ნახევრად შიშველი ფოტოებით აჭრელებული კალენდარი.

ამჯერად, 62 წლის პუტინის განდიდება მისმა მხარდამჭერებმა გამოფენით გადაწყვიტეს და რუსეთის პრეზიდენტის თავს, არც მეტი, არც ნაკლები, ჰერაკლეს ტანი მოარგეს. მოსკოვის ერთ-ერთ გალერეაში მოწყობილ გამოფენაზე, სურათებზე ანტიკური პერსონაჟის 12 გმირობაა გამოსახული, რომელთაც ვლადიმერ პუტინი "სჩადის". თითოეული გმირობა შესაბამისადაა ახსნილი. მაგალითად, ნემეის ლომის მოკვლა ტერორიზმთან ბრძოლას დაუკავშირეს, ერიმანთოსის ტახის მოტაცება - ყირიმის "დაბრუნებას", აშშ-სთან ბრძოლა კი ჰერაკლეს მიწისქვეშა ძალებთან ბრძოლასთან და ცერბერის მოთვინიერებასთან არის გაიგივებული.

Putin as Hercules for his 62th birthday - Watch the video on georgianews.ge