loader

პუტინის კოშმარი და ნაპოლეონის გეგმა - ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტზე მულტფილმი შექმნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინის კოშმარი და ნაპოლეონის გეგმა - ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტზე მულტფილმი შექმნეს

ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტზე მულტფილმი შექმნეს. გამოცემა "Подробности"-მ ვლადიმერ პუტინის სიზმარში შეაღწია და გაარკვია, რისი ეშინია რუსეთის პრეზიდენტს. აღმოჩნდა, რომ კოშმარულ სიზმარში მასთან ნაპოლეონი მიდის, ფრანგული ზარბაზნები კი მოსკოვს ბომბავენ.
თავად იმპერატორი ირწმუნება, რომ ეს მისი ჯარი არ არის, არამედ უბრალო რუსებმა მოსკოვის ეროვნული რესპუბლიკა გამოაცხადეს. რუსეთის ელჩი, მოცემულ შემთხვევაში კუტუზოვი, ცდილობს ნაპოლეონი დაარწმუნოს, რომ საფრანგეთი ოკუპანტია, მაგრამ ნაპოლეონი შეუვალია.

უფრო მეტიც, პრესაც ნაპოლეონის მხარესაა, ყველა გაზეთი კუტუზოვის დანაშაულებების შესახებ წერს, რომელიც პირადად აცვამს ჯვარზე ჩვილებს.
საბოლოოდ პუტინი ცივ ოფლში, მაგრამ კმაყოფილი იღვიძებს. რადგან ნაპოლეონს ყველაფერი ისე რომ გაეკეთებინა, როგორც თავად მას - იგი ომს მოიგებდა და ისტორიაში შევიდოდა, როგორც გამარჯვებული.