loader

ჩაფხუტი, რომელიც სამსახურში სტრესისგან გიხსნით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩაფხუტი, რომელიც სამსახურში სტრესისგან გიხსნით

უჩვეულო ჩაფხუტი იაპონელი დიზაინერის, ტომიმი საიუდას ქმნილებაა. ტომიმი თერთმეტი წლის იყო, როცა მამამისმა სამსახურებრივი სტრესის გამო მოიკლა თავი. მამის სიკვდილის გადატანა გოგონას ძალიან გაუჭირდა და იქიდან მოყოლებული, სულ იმას ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა, ადამიანს ეს პრობლემა დაეძლია. ჩაფხუტის შექმნის იდეა ტომიმის კარაოკე-ბარში გაუჩნდა: "ერთხელ იქ ჩემს ძმასთან ერთად ვიყავი, რომელიც საკმაოდ მორცხვი ადამიანია, მაგრამ ბარში მთელ ხმაზე მღეროდა და ხმაურობდა, რადგან იქ ისედაც აურზაური იყო" - ამბობს ტომიმი.

ჰოდა, მანაც იფიქრა, მიკროფონიანი და რუპორიანი ჩაფხუტი დაემზადებინა, ადამიანებს სამსახურში დაგროვილი ბოღმის ამონთხევა რომ შესძლებოდათ. სპეციალურ ოთახში ჩაფხუტიანების შეჯიბრების მოწყობაც შეიძლება, სადაც ორნი მთელ ხმაზე აგინებენ ან უყვირიან ერთმანეთს და აგრესიისგან იცლებიან.