loader

ექსკურსია ბუნკერში: როგორ ცხოვრობენ დონეცკელი უსახლკაროები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკურსია ბუნკერში: როგორ ცხოვრობენ დონეცკელი უსახლკაროები

უკრაინელმა ჟურნალისტებმა რეპორტაჟი გადაიღეს ბუნკერში, სადაც უსახლკაროდ დარჩენილი დონეცკელები ცხოვრობენ. ინტერნეტ-ტელეარხის, Громадське телебачення-ს ჟურნალისტი დონეცკის პეტროვსკის რაიონში ბუნკერში "ექსკურსიაზე" იმყოფებოდა. მისი თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლები პატარა ბავშვებთან ერთად იქ უკვე რამდენიმე თვეა ცხოვრობენ.

"კოლია, რომელმაც "ექსკურსია" მოაწყო, მე-10 კლასში სწავლობს. იქვე ცხოვრობენ მისი დები, რომლებიც 6 და 7 წლისანი არიან. ისინი სკოლაში არ დადიან, რადგან ეს სახიფათოა. ყველაფერი ეს ე.წ. ზავის დროს ხდება, როდესაც პეტროვსკის რაიონს "გრადებიდან" და ნაღმმტყორცნებიდან ესვრიან", - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.