loader

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პაკისტანელ აქტივისტს და ინდოელ ბავშვთა უფლებების დამცველს გადაეცათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პაკისტანელ აქტივისტს და ინდოელ ბავშვთა უფლებების დამცველს გადაეცათ

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პაკისტანელ აქტივისტს, მალალა იუსუფზაის და ბავშვთა უფლებების დამცველს, ინდოელ კაილიშ სატუარტის გადაეცათ.

17 წლის მალალა იუსუფზაი ნობელის პრიზის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია. პაკისტანელი გოგონა საქვეყნოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2009 წელს, 11 წლის ასაკში "ბიბისის" ბლოგერი გახდა, სადაც "თალიბანის" რეჟიმის პარალელურად, საკუთარ ცხოვრებაზე და გოგონების განათლების უფლებებისთვის წერდა. 2012 წელს მალალა იუსუფზაი "თალიბებმა" მძიმედ დაჭრეს.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, 60 წლის კაილიშ სატურატსა და მალალა იუსუფზაის პრიზი ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაეცათ.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წელს 278 ნომინანტი იყო, მათ შორის, რომის პაპი ფრანცისკი.

Malala and Kailash Satyarthi win Nobel Peace Prize - Watch the video on georgianews.ge

ასევე იხილეთ: 16 წლის პაკისტანელი უფლებადამცველის საოცარმა სიტყვებმა ამერიკელი ტელეწამყვანი დაამუნჯა