loader

რა დაემართა კიმ ჩენ ინს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დაემართა კიმ ჩენ ინს?

რა დაემართა კიმ ჩენ ინს? ამ კითხვაზე პასუხს ჯერჯერობით ვერ სცემს მსოფლიოს ვერც ერთი მედიასაშუალება. საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თვეზე მეტია არსად გამოჩენილა. როცა 10 ოქტომბერს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს - კორეის შრომის პარტიის შექმნის დღესაც არ დაესწრო, მაშინ სერიოზულად დაინტრიგდა მსოფლიო მედია - კიმ ჩენ ინი ხომ 2012 წლიდან ამ პარტიის ხელმძღვანელია და წესით, აუცილებლად უნდა დასწრებოდა დღესასწაულს. ოფიციალური ვერსიის, რომ თითქოს, დიდ ლიდერს ფეხი აქვს დაჭიმული აგვისტოში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის გამო, დიდად არავის სჯერა. და მაინც, რა სჭირს კიმ ჩენ ინს?