loader

თვითმფრინავის მგზავრმა იხუმრა რომ ებოლას ვირუსი აქვს, ნახეთ რა მიიღო შედეგად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმფრინავის მგზავრმა იხუმრა რომ ებოლას ვირუსი აქვს, ნახეთ რა მიიღო შედეგად

ამერიკელ მამაკაცს, რომელიც ფილადელფიიდან დომენიკის რესპუბლიკაში მიფრინავდა, არც ისე უწყინარი ხუმრობა ძვირად დაუჯდა. 4-საათიანი მგზავრობის დროს, მამაკაცს ახველებდა და აცემინებდა, ერთ-ერთი მორიგი დაცემინების შემდეგ კი წამოიძახა, რომ ებოლას ვირუსი აქვს.

თვითმფრნავი ამ ფაქტის შემდეგ უახლოეს აეროპორტში დაჯდა, "ხუმარა" მამაკაცს კი სპეციალური აღჭურვილობით შეიარაღებულმა ექიმებმა მიაკითხეს და ბორტიდან ჩაიყვანეს. სამგზავრო ლაინერი 2 საათით შეყოვნდა. შემოწმებამ აჩვენა, რომ მგზავრს ვირუსი არ ჰქონდა. სტიუარდესამ კი ასე განუმარტა მგზავრებს ის უხერხულობა, რომელიც ერთი ფრაზის გამო შეექმნათ მათ: "30 წელია საჰაერო ინდუსტრიაში ვმუშაობ და დარწმუნებული ვარ, რომ მამაკაცი, რომელმაც ეს თქვა, სრული იდიოტია".