loader

ბუფეტი "პუტინი" სერბეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბუფეტი "პუტინი" სერბეთში

"პუტინის ბუფეტი" - სერბეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ევროპული ქვეყნებიდან, სადაც შეიძლება ასეთი დაწესებულება არსებობდეს. რუსეთის პრეზიდენტის სახელობის ბუფეტი ქალაქ ნოვი სადში მდებარეობს, ქვეყნის ჩრდილოეთში, დუნაის ნაპირას. დაწესებულებას გარედანაც და შიგნითაც პუტინის პორტრეტები, რუსეთის დროშები, მატრიოშკები და ოქროს გუმბათები ამშვენებს. აქ სტუმრებს შვედური მაგიდიდან რუსული საუზმეებით უმასპინძლდებიან და კიდევ ვოდკა "პუტინკათი". ეს ადგილი ბოჰემურად ითვლება, ამბობენ, რომ კლიენტებს შორის ადგილობრივი პოეტები, მხატვრები და მსახიობები ჭარბობენ.

"სერბების ორი მესამედი პუტინს აღმერთებს, მხოლოდ ერთ მესამედს არ მოსწონს, მაგრამ ისინი დასავლეთზე არიან გაყიდულები. ფულით, რა თქმა უნდა, ბევრი რამის ყიდვა შეიძლება, მაგრამ გულის - არა", - ამბობს "პუტინ-ბუფეტის" ერთ-ერთი კლიენტი.