loader

უსასტიკესი განაჩენი: მამამ საკუთარი ქალიშვილი ბოევიკებთან ერთად ჩაქოლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უსასტიკესი განაჩენი: მამამ საკუთარი ქალიშვილი ბოევიკებთან ერთად ჩაქოლა (+18)

ISIS-მა, ანუ "ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში მორიგი შოკისმომგვრელი ვიდეო გამოაქვეყნა. ტერორისტების მიერ გადაღებულ კადრებში აღბეჭდილია მომენტი, როდესაც ახალგაზრდა ქალს ბოევიკები აბამენ და დასასჯელად მიჰყავთ. ჯალათებს შორის, რომელთაც ქალი ქვით უნდა ჩაქოლონ, მსხვერპლის მამაცაა. არსებული ინფორმაციით, ვიდეო სირიის ქალაქ ჰამაშია გადაღებული. ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი ქმრის ღალატისთვის დასაჯეს ასეთი სისასტიკით.

ISIS არის ვაჰაბისტური სამხედრო დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს ერაყისა და სირიის ნაწილს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი გეგმავს შემოიერთოს მთლიანად ლევანტი, მათ შორის, ლიბანი, ისრაელი, პალესტინა, იორდანია, კვიპროსი და სამხრეთი თურქეთი.

იხილეთ: საყვარელ მამაკაცზე გათხოვების გამო ორსული ქალი მამამ და ძმამ ჩაქოლე